1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჭა ჭე ჭი
ჭიდ

ჭიდაობა –სამბო

სამბოს შექმნის იდეა დაებადა რუს-ფრანგ მოჭიდავეს, მსფოლიოს ჩემპიონს, პოლიციის მაიორს ვლადიმერ პოტლიანსკის. მან დაიწყო პოლიციელებთან უიარაღოდ ბრძოლის, თავდაცვისა და განიარაღების ფანდების შემუშავება. ვ. პოტლიანსკიმ მის მიერ შექმნილი ბრძოლის მეთოდს „სამბო“ უწოდა, რაც „უიარაღოდ ბრძოლასა და თავდაცვას“ ნიშნავს. იგი ასწავლიდა მტკივნეულ ილეთებს და მოწინააღმდეგის დამორჩილების ხერხებს, მაგრამ იმ პერიოდში (1898 წ.), როდესაც ვარჯიშები ტარდებოდა, ვ. პოტლიანსკის ესტონეთში, სადაც ის ცხოვრობდა, არ გამოუჩნდა მხარდამჭერები და ვერ მოასწრო თავისი ჩანაფიქრის რეალიზაცია. იგი 1915 წელს გარდაიცვალა. ჭიდაობა სამბომ არსებობა დაიწყო 1911 წელს, როდესაც რუსი მეცნიერი ვასილ ოშეპკოვი იაპონიიდან დაბრუნდა - იგი პირველი იყო, ვინც წარმატებით ჩააბარა გამოცდა, დაიმსახურა შავი ქამარი და მეორე დანი.
Source: გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (VII-XII კლასები)) - თბ, 2010 – პროექტის ხელ.: ქეთევან ქობალია – პასუხისმგებელი რედ.: მამია ტუღუში
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9