1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კალათბურთი

დაიბადა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დამლევს ოკეანის გაღმა. ახალი თამაშის გამომგონებლის, სპრინგფლინდის (აშშ, მასაჩუსეტის შტატი) კოლეჯის მასწავლებლის ჯეიმს ნეისმიტის მოსწავლეთა შორის ბევრი ახალგაზრდა იყო ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნიდან. სწორედ ისინი იყვნენ კალათბურთის პირველი გამავრცელებლები და პოპულარიზატორები სხვადასხვა კონტინენტზე თამაშების ისტორიაში ღირსშესანიშნავი თარიღია 1932 წლის 18 ივნისი, როცა შეიქმნა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია FIBA. პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფედერაციის რვა ქვეყნის - არგენტინის, საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, პორტუგალიის, რუმინეთის, შვეიცარიისა და ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლებმა.
Source: გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (VII-XII კლასები)) - თბ, 2010 – პროექტის ხელ.: ქეთევან ქობალია – პასუხისმგებელი რედ.: მამია ტუღუში
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9