1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტკბ

ტკბილი ბალახი

იშვიათი მცენარე, რომელიც სულ რამდენიმე ადგილას ხარობს. მას სპეციფიკური, მოტკბო სურნელი აქვს, რომელიც მოკრეფილ ბალახსაც კი დიდხანს არ გასდის. არომატით ჰაერი სრულად იჟღინთება, როცა ბალახს ვასველებთ, ან ვწვავთ. ინდიელები ტკბილ ბალახს უამრავი მიზნით იყენებენ, მათ შორის: კალათების და სხვა ნივთების მოსაწნავად; კარგი ბედისა და ჯანმრთელობის მოსატანად; სხვადასხვა რიტუალისთვის; ე.წ. „ხვატის ქოხისთვის“; ჰაერის, გონების და ფიქრების ცუდი ზნისგან გასაწმენდად; რიტუალური ცეკვებისთვის; წამლებისთვის; ლოცვების დროს მოსაწევი მშვიდობის ჩიბუხისთვის. ამ დროს წარმოთქმული ლოცვა პირდაპირ ცისკენ მიდიოდა იმიტომ, რომ ტკბილი ბალახის კვამლში იყო გახვეული, კვამლი კი ცისკენ მიიკლაკნებოდა. შემდეგ საქმეში ქარი ერთვებოდა და ლოცვა და კვამლი სულ ზევით - უზენაეს სულთან აჰქონდა. ინდიელების ოთხი წმინდა მოსაწევი: ტკბილი ბალახი, შალფეი, კედრი და თამბაქო
Source: ცხელი შოკოლადი – 2006 –№14 – რედ.: შორენა შავერდაშვილი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9