1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რესურს ოთახი

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სივრცეში არსებული ოთახი, რომელიც აღჭურვილია მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების ყველა აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით: ადაპტირებული ავეჯი, მრავალფეროვანი თვალსაჩინო სასწავლო მასალა, აუდივიდეო აპარატურა, კომპიუტერი, პრინტერი, ქსეროქსი. რესურს ოთახს ემსახურება სკოლის ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, მეტყველების თერაპევტი და ყველა ის მასწავლებელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინკლუზიური განათლების პროცესში მონაწილეობს. რესურს ოთახი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საგაკვეთილო განრიგის შემადგენელი ნაწილია, სადაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ საჭიროებისამებრ დაისვენონ, ინდივიდუალურად და/ან ჯგუფურად იმეცადინონ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის რესურს ოთახში ყოფნის ინტენსივობას მისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა განსაზღვრავს.
Source: ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის / [ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29 სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9