1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ვა ვე ვი ვო ვუ
ვაი ვაკ ვალ ვან ვარ ვაუ ვაშ ვაჭ ვაჰ

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია

  1. abbr. WTO
    (ვმო) ჩამოყალიბდა 1995 წელს ურუგვაის რაუნდის რვაწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, ტარიფებსა და ვაჭრობაზე გენერალური შეთანხმების ბაზაზე (GATT). ვმო-ს ძირითად მიზანს მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა წარმოადგენს, ხოლო ძირითად პრინციპები შემდეგში მდგომარეობს: - შიდა ბაზრის დასაცავად უპირატესად ტარიფული მეთოდების გამოყენება და არა რაოდენობრივი შეზღუდვებისა ან ანალოგიური მეთოდებისა; - ტარიფების დაფიქსირება გარკვეულ დონეზე, რომლის ზემოთაც ისინი აღარ გაიზრდება, ე.წ. „მიბმა“. - ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისათვის ,,უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის” მინიჭებას; - ეროვნული რეჟიმის დაცვას იმპორტული და ადგილობრივი საქონლისათვის თანაბარი უფლებებისა და პირობების უზრუნველყოფის საშუალებით, მასზე თანაბარი ადგილობრივი გადასახადების დაწესების დაცვით. ამდენად მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ასეთი ორგანიზაციის წევრობა საკმაოდ მომგებიანია. 1999 წლის 6 ოქტომბერს ვმო-ს გენერალურმა საბჭომ ხელი მოეწერა ვმო-ს დამფუძნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე საქართველოს მიერთების ოქმს. 2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ვმო-ში საქართველოს გაწევრიანების ოქმს და 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო გახდა ვმო-ს 137-ე სრულუფლებიანი წევრი.
    Source: ჩხეიძე ბექა. საქართველო და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, ვალდებულებების შესრულება და დადებითი შედეგები // ახალი აზრი #1 (7),- 2003
  2. დაარსდა 1995 წლის 1 იანვარს ქ. ჟენევაში, შვეიცარიაში. დღესდღეობით იგი 148 წევრ ქვეყანას ითვლის, რომელთა წილად მოდის საერთაშორისო ვაჭრობის 95 პროცენტზე მეტი.
    ორგანიზაციის ბიუჯეტი დაახლოებით 80 მლნ. აშშ დოლარია.
    Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9