1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წიგ წით წინ წიწ

წინადაცვეთა

მნიშვნელოვანი რიტუალი ებრაელთა ცხოვრებაში. რომელსაც ერთდროულად რელიგიური და ნაციონალური ხასიათი აქვს. დაბადებიდან მერვე დღეს წინადაიცვეთს ყოველი მამრი ღმერთსა და მას შორის აღთქმის ნიშნად. ამ დღეს ეძლევა მას სახელი. მოწიფულობის ასაკის მიღწევისას ებრაელი ბავშვი ხდება ბარმიცვა ანუ „მცნების ძე“, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე შეუძლია თორის მცნებათა აღსრულება. ამ დღეს, როცა მას 13 წელი და ერთი დღე უსრულდება, მიიწვევენ სინაგოგაში დამოუკიდებლად შედგენილი ქადაგებისა და თორის წასაკითხად და იგი ხდება ებრაელობის სრულუფლებიანი წევრი. ამიერიდან იგი პასუხისმგებელია თავის საქციელზე. გოგონასთვის ბათმიცვას („მცნების ასული“) სტატუსი 12 წლისა და ერთი დღის ასაკში დგება. ამ დღეს გოგონა ლოცვების კითხვით სინაგოგაში ღვთისმსახურებაში მონაწილეობს. ეს დღე ოჯახშიც და სკოლაშიც აღინიშნება. ზოგან კი მის მამასაც და ძმებსაც იწვევენ სინაგოგაში თორის წასაკითხად. ხშირად ორივე ამ რიტუალის აღსრულებას შავუოთის დღესასწაულს ამთხვევენ.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული/რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9