1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლტო

ლტოლვილის სტატუსის დადგენის პრინციპები

საერთაშორისო სამართლის ნორმებით ან შიდაკანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები ლტოლვილებს მიენიჭებათ მას შემდეგ, რაც მოხდება მათი სტატუსის დადგენა, ე.ი. იმის გარკვევა, შეესაბამება თუ არა პირის მდგომარეობა ამ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობაში არსებულ ლტოლვილის ცნებას. ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით არსებობს სამი კატეგორიის ნორმები: ა) დამდგენი პირობები (Iclusion Clauses), რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის მდგომარეობა; ბ) გამომრიცხავი პირობები (Exclusion Clauses), რომლებიც კრძალავენ პირისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას მაშინაც კი, როცა მისი მდგომარეობა შეესაბამება ლტოლვილის ცნებას; გ) შემწყვეტი პირობები (Cessacional Clauses), რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როდის უწყდება პირს ლტოლვილის სტატუსი.
Source: რამიშვილი ალ. ლტოლვილის სტატუსის დადგენა საერთაშორისო //ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9