1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უდა უდი

უდიური ენა

განეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ენათა დაღესტნური ჯგუფის ლეზგიურ ქვეჯგუფს, აქვს ორი დიალექტი: ვართაშნული და ნიჯური, ხმოვანთა რთული და თანხმოვანთა რამდენადმე რთული სისტემით – 13 ხმოვანი, 38 თანხმოვანი.
უდიური ენის მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნიდან დაიწყო. ამ საქმეს დიდი ღვაწლი დასდეს ა.შიფნერმა, ა. დირმა, ფ. მიულერმა, რ. ერკეტმა, ჰ. შუხართმა, ტ. დიუმეზილმა, ნ. ტრუბეცკოიმ, ი. მეშჩანინოვმა, კ. ბოუდამ, რ. ლაფონმა; ქართველმა მეცნიერებმა: პ. ინგოროყვამ, ივ. ჯავახიშვილმა, ილ. აბულაძემ, აკ. შანიძემ, არნ. ჩიქობავამ, ვლ. ფანჩვიძემ, ევგ. ჯეირანიშვილმა, ზ. ალექსიძემ, რომელთა აზრითაც უდიური ენა ძველი ალბანური ანბანის გასაღებს წარმოადგენს.
Source: ეთნოსები საქართველოში: [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ.: ფოტ., ნახ.; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9