1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქურ ქუჩ

ქურთები

(თვითწოდება – ქურდი, კურმანჯი), წინა აზიის ერთ-ერთი უძველესი ხალხია. ცხოვრობენ ირანში, თურქეთში, სიარიაში, ერაყში (ამ ტერიტორიას ქურთები ქურთისტანად მოიხსენიებენ), ლიბანში, ავღანეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, თურქმენეთი).
ქურთების ეთნოგენეზში მონაწილეობდნენ ძველი მიდიელი და ირანული ტომები. ძირითადად სუნიტი მუსლიმები არიან, მცირე ნაწილი – შიიტები, ეზიდები, ალი-ილაჰები და სხვ.
1514 წელს ქურთისტანი გაინაწილა ირანმა და თურქეთმა, ხოლო I მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) შემდეგ გაიყო ოთხ სახელმწიფოთა შორის (თურქეთი, ირანი, ერაყი და სირია).1 ამ დაყოფამ ქურთი ხალხი ჩაგრული უმცირესობის მდგომარეობაში ჩააყენა.
ლიტერატურაში ქურთისტანი ეთნოგრაფიულ და გეოგრაფიულ ცნებად არის წარმოდგენილი.
ქურთების საერთო რაოდენობა 10 280 000 ათასია.
საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 20 843 ქურთი ცხოვრობს (მათ შორის თბილისში – 19.2), რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 0.4%-ს შეადგენს.
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9