1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იაკ იალ იარ იას იატ

იალღუზიძე-გაბარაევი იოანე (1770-1830)

XIX საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე. მან ჩინებული სასულიერო განათლება მიიღო ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარზე. იყო შესანიშნავი მცოდნე ქართული, ოსური და რუსული ენებისა. ეწეოდა პედაგოგიურ და მისიონერულ საქმიანობას. მან დიდი როლი ითამაშა კავკასიონის სამხრეთით მცხოვრები ოსების გაქრისტიანებაში. ქართული გრაფიკის საფუძველზე, იოანე იალღუზიძემ შექმნა ოსური ანბანი (1802 წელს). ამ ანბანს იყენებდნენ როგორც კავკასიონის სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ოსები. იოანე იალღუზიძემ ქართულიდან ოსურ ენაზე გადათარგმნა „კატეხიზმო“, „ღვთისმსახურება“. მისი გარდაცვალების შემდეგ ქართული ალფაბეტი ცარიზმის რუსიფიკატორული რეჟიმის შედეგად რუსული ანბანით შეიცვალა. ი. იალღუზიძემ ოსების ისტორიული წარსული გააცოცხლა პოემა „იალღუზიანში“.
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9