1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დაუჯდომელი

როგორც ტერმინი, ბერძნული „აკათისტოს“-ის (άκαθίστοs) თარგმანს წარმოადგენს. თავდაპირველად იგი აღნიშნავდა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისადმი მიძღვნილი 12 იბაკოსა და 12 იკოსის ერთობლიობას, რომელიც V-VI სს. ბიზანტიელ ჰიმნოგრაფს, წმიდა რომანოზ მელოდოსს (ტკბილად-მგალობელს) მიეწერება. საგალობლის ასეთი სახელწოდება იმით აიხსნება, რომ მისი შესრულების დროს დიდი მარხვის მეხუთე შვიდეულის შაბათის ცისკარზე ფეხზე იდგნენ სამღდელონიც და საერონიც“. დაუჯდომელი („გალობა დაუჯდომელისა“) ეწოდება როგორც საკუთრივ იბაკო-იკოსთა ერთობლიობას, ასევე მთელ იმ ღმრთისმსახურებასაც, რომელშიცაა იგი ჩართული (ეს ღმრთისმსახურება მოიცავს მთელ მწუხრისა და ცისკრის განგებას, ე.ი. სხვადასხვა დასდებლებს, კანონს და ა.შ.).
Source: ლიტერატურული ძიებანი 2001,– №21, – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9