1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შიგ შიდ შივ შიი შიმ შინ შიო

შივანიზმი

შივაიზმის თანახმად სამყაროში არაფერია მუდმივი, გარდა იმ სსაფუძველისა, რომელიცაა შივა თავისი უმოქმედო, ფარული ჰიპოსტასებით, რომელსაც არ გააჩნია ენერგეტიკული საწყისი-შაქტი. ყოველივე უწყეტ ცვლილებებს ემორჩილება, ყოველივე დაღუპვისა და აღორძინების მდგომარეობაშია, ამასთანავე დაღუპვა აუცილებლად წინსწრწბია დაბადებისა. ახალი მხოლოდ ძველის სიკვდილის შემდეგ იბადება, ასე რომ, აკვანი და კუბო ერთია, ამიტომაც განადგურება არსებობის უმნიშვნელოვანეს ფორმაა, რომლის გაერშეც შეუძლ;ებელია რაიმე წარმოიშვას. შივა ცვლისა და განადგურების ფუნქციების მატარებელია. იგი ფლეთს კოსმიური დიდ ილუზიის (მაჰამაიას) ფარდას და ეხმარება ტანჯულ ადამიანს. შივაიტების აზრით ის ბრაჰმაზე ძლიერია და ვიშნუზე უნარიანი. არც ერთ ამათგანს და არც ორივეს ერთად, არ ძალუძს ყოვლისწვდომა. ამიტომაც, შივას წინაშე, თავდაპირველად როგორც არაარიული ღვთაების წინაშე, ქედს იხრის ყველა სხვა ღმერტები, ადამიანები კი თაყვანს სცემენ მას და მის სხვადასხვა მსგავსებას, ანუ განსხეულებებს.
Source: ღმერთები, ბრაჰმანები, ადამიანები,– [თოთხხმეტი ჩეხი ინდოლოგის წიგნის ქართული ვერსია],– თარგმანი ნ. კენჭოშვილი,–თბ.,–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9