1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბარტი კარლ

(1886 წ.), ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორი და თეოლოგიისა და ბიბლიურ მეცნიერებათა მკვლევარია. მისი მთავარი შრომაა რომაელთა მიმართ წერილის კომენტარი (1919 წ.), რომელშიც ბარტი ხაზს უსვამს ადამიანსა და ღმერთს შორის დისტანციას, რადგანაც, ავტორის აზრით, თავისი გონებითა და თავისუფლებით, ადამიანი საცოდავი არსებაა, რომელიც ღვთაებრივ მადლს ითხოვს. ადამიანს არ შეუძლია იქონიოს პრეტენზია, რაიმე ამტკიცოს ღმერთის შესახებ. მას მხოლოდ ის შეუძლია, აღიაროს საკუთარი საცოდაობა და ღმერთისგან დაელოდოს ხსნას: ეს კალვინისტური თეზისია. ადამიანის ხსნის შეუძლებლობის შესახებ თავისი თეზისით ეს ექსისტენციალისტური პოზიცია ძალიან ახლოსაა პროტესტანტიზმთან, რომელიც ესოდენ პესიმისტურადაა განწყობილი ადამიანური შესაძლებლობების მიმართ.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9