1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აბა აბე აბი აბო აბრ აბს

აბანიანო ნიკოლა 1901-1990

ტურინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის პროფესორი იყო. ალიოტას მოწაფე, მის შრომათა შორის აღსანიშნავია: „არსებობის სტრუქტურა“ (1939 წ.); „ექსისტენციალიზმის შესავალი“ (1942 წ.), „ფილოსოფიის ისტორია“ (1946-1950 წ.); „ფილოსოფია, რელიგია და მეცნიერება“ (1947 წ.); „პოზიტიური ექსისტენციალიზმი“ (1948 წ.); „შესაძლებლობა და თავისუფლება“ (1956 წ.); „სოციოლოგიის პრობლემები“ (1959 წ.); „ფილოსოფიის ლექსიკონი“ (1961 წ.); „ადამიანისთვის თუ მის წინააღმდეგ“ (1968 წ.); „ყველაფერსა და არაფერს შორის“ (1973 წ.); „ეს შეშლილი ფილოსოფია“ (1979 წ.); „ადამიანი - 2000 წლის პროექტი“ (1980 წ.); „სიცოცხლის სიბრძნე“ (1985 წ.); „ფილოსოფიის სიბრძნე“ (1987 წ.); „ფილოსოფოსის მოგონებები“ (1990 წ.); ექსისტენციალისტური დოქტრინა გადმოცემულია აბანიანოს მთავარ შრომაში „არსებობის სტრუქტურა“ (1939 წ.). ამ ძირითად ნაშრომს ავტორი თავისი სხვა ნაწერების მეშვეობით ავსებს და განმარტავს. უკანასკნელ წლებში ის მეტწილად სოციოლოგიითა და მეცნიერებათა მეთოდოლოგიით იყო დაკავებული (ნეოპოზიტივიზმი).
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9