1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰაა ჰაბ ჰავ ჰაი ჰაკ ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰას

ჰაიდეგერი მარტინი (1889-1976)

ჰუსერლის მოწაფე იყო, თუმცა ფენომენოლოგიური მეთოდი ადამიანური რეალობის კონკრეტულობას მიუსადაგა. მისი მთავარი შრომაა „ყოფნა და დრო“ (1927 წ.). მოგვიანებით გამოცემულ სხვა ნაწერებში ჰაიდეგერი ავითარებს ან განმარტავს თავის ნააზრევს („ჭეშმარიტების არსის შესახებ“; „საფუძვლის არსის შესახებ“; „წერილი ჰუმანიზმის შესახებ“; „რა არის მეტაფიზიკა?“; „მეტაფიზიკის შესავალი“; ასევე კანტისა და პლატონისადმი მიძღვნილი ნარკვევები). არსებული მოსაზრების საპირისპიროდ ჰაიდეგერს არ სურს ექსისტენციალისტთა რიგებში იყოს მოხსენიებული, თუმცა საზოგადოებრივი აზრი მას მაინც ექსისტენციალისტურ მიმართულებას მიაკუთვნებს.
ადამიანური რეალობისადმი მისადაგებული ფენომენოლოგიური მეთოდის შესაბამისად, ჰაიდეგერი არსებობის ანალიზსა და ინტერპრეტაციაზე ჩერდება. ის აბსოლუტური პრინციპების თანახმად არსებობის განმარტების სურვილის მეშვეობით წმინდა ინტერპრეტაციის გადალახვის ნებისმიერ ძალისხმევას თუ განზრახვას გამორიცხავს. ჰაიდეგერის ნააზრევში ერთად იყრის თავს ნიცშეს ირაციონალიზმი, არარას ჰეგელიანური შეფასება, ჰუსერლის ფენომენოლოგია და ჰოლდერლინის პოეზია. ამავე დროს ჰაიდეგერი კარგად იცნობს ონტოლოგიის ისტორიას, რომელსაც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9