1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბლი ბლო

ბლონდელი მორისი (1861-1949)

დიჟონში დაიბადა. სხვადასხვა ლიცეუმებში პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ ლექციებს კითხულობდა ლილისა და ექს-ენ-პროვანსის (1896 წლიდან) უნივერსიტეტებში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მხედველობა დაკარგა, თუმცა ინტენსიური მუშაობა სიკვდილამდე არ შეუწყვეტია. ბლონდელმა მთელი ცხოვრება ფილოსოფიურ ჭვრეტას მიუძღვნა, რაც მისთვის ცხოვრების მისიას წარმოადგენდა.
ბლონდელის პირველი გამოქვეყნებული შრომა „მოქმედება“ 1893 წელს დაიწერა. მის სადოქტორო თემას წარმოადგენდა „ნარკვევი პრაქტიკის მეცნიერებისა და ცხოვრების კრიტიკის შესახებ“, რომელშიც ავტორი თანამედროვე აზროვნების იმანენტისტური ტალღის შემდეგ ადამიანის ცხოვრების მოთხოვნილებათა საფუძველზე ცდილობს კათოლიციზმის გამართლების წარმოდგენას. ამ შრომას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფილოსოფიურ და თეოლოგიურ წრეებში, რადგანაც კრიტიკოსთა ნაწილი მასში იმანენტიზმისადმი დათმობას ხედავდა, მეორე ნაწილი კი - მის არასაკმარის კრიტიკულობას აღნიშნავდა. შემდგომში ბლონდელმა გადაახალისა თავისი დოქტრინა და დაზუსტებული და გადამუშავებული სახით წარმოადგინა ის თავდაპირველად შრომაში „წერილები თანამედროვე აზროვნების მოთხოვნილებათა შესახებ აპოლოგეტიკის საკითხში“ (გამოქვ. გამოცემაში „Annales de philosophie chretienne“ 1896 წ.), მოგვიანებით კი, უფრო ფართოდ, ცნობილ ტრილოგიაში: „აზროვნება“, 2 ტ., (1934 წ.); ყოფნა და არსებები (1935 წ.), მოქმედება, 2 ტ., (1936-37 წწ.). ბლონდელის სიცოცხლეში გამოქვეყნებული ბოლო შრომაა „ფილოსოფია და ქრისტიანული სული“ (1944-46 წწ.), 2 ტომად, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა „ქრისტიანობის ფილოსოფიური მოთხოვნილებანი“ (1950 წ.). გარდა ამისა, ბლონდელის მრავალრიცხოვან ნარკვევებში მის ძირითად შრომებში მოცემული იდეების კომენტარი და განმარტებებია მოცემული.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9