1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გალუპი პასკუალე (1770-1846)

კალაბრიაში, ტროპეაში დაიბადა. საწყისი კულტურული განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო, შემდეგ ნეაპოლის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ჯენოვეზის მოწაფე იყო. ტროპეაში დაბრუნებულმა გალუპიმ სხვადასხვა ხასიათის შრომები დაწერა და იტალიასა და ევროპაში მოიხვეჭა სახელი. 1831 წელს ის ნეაპოლის უნივერსიტეტში ლოგიკისა და მეტაფიზიკის პედაგოგად მიიწვიეს, ამ საქმიანობას ის სიცოცხლის მბოლომდე ეწეოდა.
გალუპის მთავარი შრომაა „ფილოსოფიური ნარკვევი შემეცნების კრიტიკის შესახებ“, 6 წიგნად (1819-1832 წწ.); მან დაწერა ასევე „ფილოსოფიური წერილები ფილოსოფიის განვითარების შესახებ დეკარტიდან კანტამდე“ (1827 წ.), რასაც გერმანული იდეალიზმის შესახებ დაწერილი რამდენიმე წერილი დაურთო. გალუპის უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობის ნაყოფი იყო „ლოგიკისა და მეტაფიზიკის გაკვეთილები“. მნიშვნელოვანია ასევე „ნების ფილოსოფია“, რომელიც ავტორმა ვერ დაასრულა. ექვსი მცირე ტომის სახით გამოცემული ფილოსოფიის ელემენტები ფართოდ იყო გავრცელებული იმდროინდელ სკოლებში.
გალუპი გამჭრიახი და, ამავე დროს, თავმდაბალი მოაზროვნე იყო. მას ახასიათებდა გაწონასწორებულობა, ის ასევე გახსნილი იყო ლიბერალიზმის ახალი იდეებისადმი, თუმცა იაკობინიზმის უკიდურესობები არ გაუზიარებია. გალუპი სათანადოდ აფასებდა ფრანგული ფილოსოფიისა და კანტიანელობის მნიშვნელობას, მაგრამ გმობდა როგორც რაციონალიზმის, ისე სკეპტიციზმისა და კანტისეული კრიტიციზმის უკიდურესობებსა და საფრთხეებს. ის დარწმუნებული იყო, რომ ევროპულ ცივილიზაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მრავალი ენციკლოპედისტის მატერიალიზმი და კანტისეული იდეალიზმი, ამიტომაც საკუთარ ამოცანად მიაჩნდა ფილოსოფიური აზროვნების მიბრუნება სულისა და ბუნების, ღმერთისა და სამყაროს პატივისცემის შუალედურ გზაზე. გალუპი თავისი ფოლოსოფიის დანიშნულებად მიიჩნევდა „ჯებირის აგებას ურწმუნოების ნაკადისთვის“, რომელიც განმანათლებლობისა და კანტიანელობის დოქტრინების გავრცელებასთან ერთად სულ უფრო ფართოდ ვრცელდებოდა.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9