1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შებ შეგ შედ შეე შეზ შეთ შეი შეკ შელ შემ შენ შერ შეს შეტ შეუ შეფ შეღ შეშ შეც შეწ შეხ

შელინგი ფრიდრიჰ ვილჰელმ იოზეფ (1775-1854)

ვიურტემბერგის ლეონბერგში დაიბადა. ტუბინგის უნივერსიტეტში ჰეგელთან ერთად სწავლობდა. აქ შელინგმა ღრმად შეისწავლა სპინოზას, კანტისა და ფიხტეს ფილოსოფია.1798 წელს, 23 წლის შელინგი იენის უნივერსიტეტის პროფესორად დანიშნეს. შემდეგ მან ვიურცბურგისა და მიუნჰენის უნივერსიტეტებში იმუშავა, თუმცა მისი ბრწყინვალე კარიერა ყველგან თანამოსწავლე-მეტოქის - ჰეგელის წარმატებებით იყო დაჩრდილული. ჰეგელის გარდაცვალების შემდეგ, 1841 წელს, შელინგმა მიიღო მიწვევა ბერლინის უნივერსიტეტიდან, რომელსაც ჰეგელის უდიდესი წარმატებები უკავშირდებოდა, თუმცა მეტოქის დიდების დაძლევა შელინგმა ჰეგელის სიკვდილის შემდეგაც ვერ შეძლო. იენის უნივერსიტეტში მისი მოღვაწეობის დაწყების წელს გამოვიდა შელინგის პირველი შრომა, „იდეები ბუნების ფილოსოფიისთვის“. 1800 წლით თარიღდება შელინგის ყველაზე ცნობილი ნაშრომი ტრანსცენდენტალური იდეალიზმის სისტემა, რომელზეცაა ძირითადად აგებული ავტორის ნააზრევი. ამ ნააზრევის განვითარება შელინგმა თავის მომდევნო შრომებში გადმოგვცა. 1804-1809 წლებში დაიწერა ორი შრომა რელიგიურ თემაზე; ფილოსოფოსის სიკვდილის შემდეგ და მისი ნების წინააღმდეგ გამოქვეყნდა რელიგიის ფილოსოფია და გამოცხადების ფილოსოფია.შელინგის შრომათა შორის მის პოროვნებასა და აზროვნებას განსაკუთრებულად კარგად ასახავს „ბრუნო, ანუ საგანთა ბუნებრივი და ღვთაებრივი პრინციპის შესახებ“. (1802 წ.). ამ შრომაში შელინგი იზიარებს ბრუნოსეულ პანიკის გრძნობას ყოველივეს წინაშე, იმ აბსოლუტურის წინაშე, რომლსაც შეიგრძნობს და შეისუნთქავს. რომანტიკოსებთან ერთად კი შელინგი იზიარებს რეალობისა და ცხოვრების ესთეტიკურ გრძნობას, ინტუიციის მღელვარებასა და თითქმის სრულ ჩაძირვაში ყოველივეში. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ შელინგი ყველაზე რომანტიკოსია გერმანელ იდეალისტ ფილოსოფოსთა შორის. ამიტომაც შელინგის შემთხვევაში უფრო ხშირად ესთეტიკურ იდეალიზმზე ვსაუბრობთ, ვიდრე ობიექტურ იდეალიზმზე.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9