1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კალვინი ჟან

(1509-1564) რეფორმაციის ფრანგი მოღვაწე, კალვინიზმის ფუძემდებელი. 1536 წელს კალვინი გადასახლდა ჟენევაში და 1541 წლიდან გახდა ქალაქის ფაქტობრივი დიქტატორი. კალვინიზმის საფუძველია მოძღვრება წინასწარგანსაზღვრულობაზე, რომლის თანახმადაც ადამიანთა ერთი ნაწილი „ხსნას“ მიიღებს, ხოლო სხვები განწირულნი არიან „განკითხვისათვის“. საუკეთესო სათნოებად კალვინიზმი აცხადებდა ზომიერებასა და მომჭირნეობას; კალვინიზმისათვის დამახასიათებელი იყო რელიგიური შეუწყნარებლობა სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ. მის დროს იდევნებოდა საერო გასართობი სანახაობები - თეატრი, ცეკვები, და ა.შ.
Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9