1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჯა ჯგ ჯე ჯვ ჯი ჯო ჯს
ჯეი ჯენ ჯეო ჯერ ჯეფ

ჯეფერსონი თომას

(13. IV. 1743, შედუელი, - 4. VII. 1826, მონტისელო) - ამერიკელი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. დედის მხრიდან ვირჯინიელი მდიდარი მიწათმფლობელის ოჯახიდან იყო. მრავალმხრივი განათლება მიიღო. 1769-74 ვირჯინიას საკანონმდებლო კრების დეპუტატი. 1775 კონტინენტური კონგრესის (რომლის გადაწყვეტილებით ჩრდ. ამერიკის კოლონიები ინგლისს გამოეყო) დეპუტატად აირჩიეს. ჯეფერსონი დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1776) ავტორია. მასვე ეკუთვნის ,,სტატუსი რელიგიური თავისუფლებისათვის“, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფაზე. 1784 ჯეფერსონმა კონგრესს შესთავაზა დასავლეთის მიწების ნაციონალიზაცია და მონობის გაუქმება აშშ-ში ახალგაერთიანებულ ყველა შტატში, მაგრამ მონობა მხოლოდ ჩრდ.-დას. ნაწილში გაუქმდა. 1779-81 ვირჯინიას გუბერნატორი, 1785-89 აშშის ელჩი პარიზში, 1790-93 აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯ. ვაშინგტონის პირველ მთავრობაში. ჯეფერსონი XVIII ს. განმანათლებელთა მემარცხენე რევოლუციის ფრთის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, გამოხატავდა ფერმერთა და წვრილი ბურჟუაზიის ინტერესებს, მოითხოვდა აგრ. საკითხის დემოკრ. გადაწყვეტას, მონობის გაუქმებასა და მთელი ხალხისათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭებას. ხანგრძლივი დისკუსია ჰქონდა ფედერალისტების პარტიის ლიდერ ა. ჰემილტონთან, რომელიც ჩრდ. აღმოსავლეთის მსხვილი ბურჟუაზიის ინტერესებს იცავდა. ვაშინგტონის მთავრობასთან უთანხმოების გამო ჯეფერსონი გადადგა და სათავეში ჩაუდგა ოპოზიციურ რესპუბლიკურ პარტიას. 1796 წ. ვიცე-სპიკერად აირჩიეს, ხოლო 1801-09 - აშშ-ს პრეზიდენტად. მისი მთავრობის დროს გაუქმდა წინა მთავრობის მიერ მიღებული რეაქციული კანონები, შემცირდა არმია და ფლოტი, სახელმწიფო აპარატი. საფრანგეთისაგან შეიძინა ლუიზიანა (1803) და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან (1808-09) . პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა. აშშ-ის პროგ. ძალები ჯეფერსონის საუკეთესო ტრადიციებს იყენებენ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში.
Source: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. 11. გვ. 556
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9