1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჯა ჯგ ჯე ჯვ ჯი ჯო ჯს
ჯაზ ჯამ ჯან ჯარ ჯაჯ

ჯანმრთელობის უფლება

მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენეტში, როგორიცაა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი. რაც შეეხება ევროპას, ევროპის სოციალური ქარტიის მუხლი 13 ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება: „სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას: 1. ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვარტური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. 2. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. 3. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები. 4. ამ მუხლის 1, 2 და 3 აბზაცებში აღწერილი დებულებების თანაბარ დონეზე განხორციელება საკუთარი ქვეყნის, ან ქარტიის სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სოციალური, და სამედიცინო დახმარების ევროპული კონვენციაში ჩამოყალიბებული ვალდებულებების თანახმად, ხელმოწერილი პარიზში 1953 წ. 11 დეკემბერს”.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9