1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინგლისის თავისუფლების დიდი ქარტია

1215 წ. ინგლისურმა არისტოკრატიამ და სასულიერო პირებმა გაილაშქრეს მეფე იოანე I-ის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ და აიძულეს მეფე დათანხმებოდა თავისუფლებათა დიდი ქარტიის (Magna Charta) შექმნას და დამორჩილებოდა მას. თუმცა მეფე არ იცავდა მას, მაგრამ დიდ ქარტიას ხშირად მიმართვადნენ თავიანთი უფლებების დასაცავად. ის ჩამოთვლის უფლებათა მთელ რიგს როგორიცაა ყველა თავისუფალი მოქალაქის უფლება ჰქონდეთ და მემკვიდრეობით მიიღონ და გადასცენ საკუთრება და გათავისუფლდნენ ზედმეტი გადასახადებისაგან. ის ამკვიდრებდა შესაბამის სასამართლო პროცედურას და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს. მეფე ჯეიმს II კანონის დარღვევის გამო მოქალაქეებმა ტახტიდან ჩამოაგდეს 1688 წ. 1689 წ. კი პარლამენტმა გამოსცა კანონი, რომელიც აცხადებდა, რომ აღარ დაუშვებდა სამეფო ჩარევას თავის საქმეებში. ეს დოკუმენტი ცნობილია უფლებათა ბილის სახელწოდებით. იგი უკრძალავდა მონარქებს შეეჩერებინათ კანონის მოქმედება პარლამენტის თანხმობის გარეშე, გამოაცახდა პარლამენტის წევრების თავისუფალი არჩევნები და სიტყვის თავისუფლება პარლამენტში, რომელიც არ უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ სასამართლოში ან სხვა ნებისმიერ ადგილას.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9