1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლიბ ლიგ ლიდ ლივ ლიზ ლიკ ლიმ ლინ ლიპ ლის ლიტ ლიქ ლიც

ლიზინგის ხელშეკრულება

ერთ-ერთი ყველაზე ახალი და ამავდროულად რთული და მრავალმხრივი ხელშეკრულებაა, რომელიც მისი ფორმებისა და სახეების განსაკუთრებული მრავალფეორნებით ხასიათდება. ტერმინი ლიზინგი, წარმოდგება ინგლისური ზმნიდან „lease“ და ნიშნავს გაქირავებას. გერმანულ სამართალში ამ მოვლენის აღსანიშნავად გამოიყენება - mitvertag kredit, ესპანურ კანონმდებლობაში - arrendamiento financiero, იტალიურ კანონმდებლობაში - credito arrendamiento, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში ლიზინგი აღინიშნება ისეთი დასახელებით, როგორიცაა ფინანსური იჯარა, რაც თავისთავად გამომდინარეობს იმ მნიშვნელოვანი მსგავსებებიდან, რომლებიც ახასიათებთ ლიზინგსა და იჯარას. ლიზინგის იდეა ახალი ნამდვილად არ არის, თუმცა თავად ტერმინი - ლიზინგი (lease) ნამდვილად ახალია. ლიზინგის იდეის არსებითი შტრიხების ჩამოყალიბება კი ჯერ კიდევ არისტოტელეს ეპოქაში უნდა ვეძიოთ - ე.ი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 384/383-322 წლებამდე. სწორედ არისტოტელეს ეკუთვნის ის უმნიშვნელოვანესი ფრაზა, რომელიც დამკვიდრდა არა მარტო საზღვარგარეთის კანონმდებლობაში, არამედ, ახლა უკვე ცალკეული ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობაშიც: ,,სიმდიდრე მდგომარეობს ამ სიმდიდირის გამოყენებაში და არა მხოლოდ საკუთრებაში.” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოგების მიღებისათვის სრულებით არ არის აუცილებელი იყოთ რაიმე ქონების მესაკუთრე, მთავარია ამ ქონებით სწორად სარგებლობა ვიცოდეთ და ამის შედეგად მივიღოთ მოგება. ეკონომისტების აზრით, საიჯარო (სალიზინგო) გარიგებები საკმაოდ ცნობილი იყო არისტოტელეს ეპოქაშიც. როგორც პ. ბალტუსი და ბ. მაიჯერი წერენ თავიანთ წიგნში „ევროპული ლიზინგის სკოლა”, ჯერ კიდევ შუმერთა სახელმწიფოს კვლევისას ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში აღმოჩენილია ე.წ. დაფები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლით თარიღდება, ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ ამ შორეულ ხანაში გავრცელებული იყო სასოფლო-სამეურნეო იარაღების, მიწების, სარწყავი სისტემების იჯარით გაცემა. ამ დაფების დიდი ნაწილი მხოლოდ 1984 წელს იქნა აღმოჩენილი. ისინი მოგვითხრობენ იმ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიეთობებზე, რომლებიც დამყარებული იყო საეკლესიო პირებსა და ადგილობრივ ფერმერებს შორის. თუმცა ეს უძველესი დოკუმენტური მასალა სრულებით არ გამორიცხავს იმას, რომ სხვა ისტორიულ ეპოქებშიც იყო გავრცელებული საიჯარო, სალიზინგო ურთიერთობები, რომელთა შესახებ თანამედროვე მკვლევრებს დასაბუთებული ინფორმაცია არ მოეპოვებათ. ინგლისელმა ისტორიკოსმა ტ. კარლმა, ლიზინგთან დაკავშირებული რამოდენიმე კანონი აღმოაჩინა ჩვ.წ.აღ-მდე 1775-1750 წლებში ჰამურაბის მიერ მიღებულ კანონებში. ეს კანონები აბსოლუტურად დეტალურად არეგულირებენ იჯარის ყველა სახეს, მის პირობებს, ვადებსა და საზღაურის ფარგლებს. თანამედროვე მსოფლიოში ლიზინგური მომსახურება თავმოყრილია სამკუთხედში: ამერიკის შეერთებული შტატები - დასავლეთ ევროპა - იაპონია. ევროპაში ლიზინგის გამცემებად გამოდიან სპეციალიზირებული ლიზინგური კომპანიები, რომელთა დაახლოებით 75-80 პროცენტი კონტროლდება ბანკების მიერ ან ითვლება მათ შვილობილ საწარმოებად. იაპონიისათვის დამახასიათებელია ლიზინგური მომსახურების მასობრივი გაფართოება, რომელიც შეიცავს ლიზინგურ ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. მსოფლიო პრაქტიკაში ტერმინი ლიზინგი გამოიყენება როგორც ხანგრძლივი მოხმარების, ძვირადღირებული საქონლის იჯარაზე დაფუძნებული გარიგება. ლიზინგური კომპანია ფაქტობრივად აფინანსებს, აკრედიტებს მოიჯარეს. ამიტომაც, ლიზინგი ხშირად მოიხსენიება, როგორც ,,კრედიტ-იჯარა”,
Source: ინტელექტუალი №5, - [სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2007. - ISSN 1512-2530
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9