1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რაბ რაგ რად რაი რამ რან რაო რას რატ რაფ რაშ რაც

რადიკალური რელიგიური ნაციონალიზმი

თანამედროვე ეპოქისათვის დამახასიათებელი მოვლენა. იშვიათი გამონაკლისის გარდა (სიონიზმი და ადრეული ნაციონალიზმის ზოგიერთი სხვა შემთხვევა) ნაციონალიზმი, როგორც წესი, არარელიგიური, სეკულარული მოვლენაა და გარკვეულწილად რელიგიას უპირისპირდება კიდეც. მაგრამ დღეს როგორც ნაციონალიზმის, ისე რელიგიის გამოცოცხლებამ მათი საკმაოდ მჭიდროდ დაკავშირება გამოიწვია მსოფლიოს ბევრ რეგიონში. რელიგია, კერძოდ, შიიტური მიმართულების ისლამი, ირანული ნაციონალიზმის მთავარი კომპონენტია. ისლამური პარტიები ძირითადი ოპოზიციური ძალებია ალჟირში, ტუნისში, ეგვიპტეში და ზოგიერთ სხვა ისლამურ სახელმწიფოში. დელანტი და ომაჰონი განსაკუთრებით უსვამენ ხაზს რელიგიისა და ნაციონალიზმის კავშირს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.
Source: სოლიდარობა №3(12),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9