1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტუბ ტულ ტურ ტუს ტუტ

ტუბერკულოზი

ინფექციური დაავადება. რომელსაც მსოფლიოში გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული სტიგმის მიხედვით დღეისთვის მხოლოდ აივ/შიდსი უწევს კონკურენციას. ტუბერკულოზით მსოფლიოში ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი კვდება. ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა 2 მილიარდს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედი ტუბერკულოზის მიკობაქტერიის მატარებელია. როგორც კი ორგანიზმის დამცველობითი ძალები შესუსტდება, მიძინებული ბაქტერიები იღვიძებენ და გამრავლებას იწყებენ. მათ შეიძლება დააავადონ ნებისმიერი ორგანო, თუმცა ყველაზე ხშირი (80-85%) ფილტვის ტუბერკულოზია. ფილტვის ტუბერკულოზის ე.წ. ღია ფორმით დაავადებული ადამიანი იქცევა „ინფექციის რეზერვუარად“ და ჰაერში მიკობაქტერიებს გამოყოფს. როდესაც ბაქტერიები ჭარბად გამოიყოფა, დაავადებულთან ინტენსიურ კონტაქტში მყოფი პირებიც ინფიცირდებიან. მეოცე საუკუნემდე ტუბერკულოზი პრაქტიკულად განუკურნებელი იყო.
Source: სოლიდარობა №10(19),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9