1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰეგ ჰედ ჰეი ჰეკ ჰელ ჰემ ჰერ ჰეტ ჰეჯ

ჰელსინკის აქტი

ეუთო-ს მოღვაწეობის შედეგი გახდა 1975 წ. მიღებული „ჰელსინკის აქტი“. მან განსაზღვრა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების პრინციპები („ჰელსინკის დეკალოგი“). ჰელსინკის შეხვედრას მოჰყვა არაერთი ანალოგიური ფორუმი. საერთო ჯამში, ეუთო-ს მოღვაწეობამ 80-90-იან წლებში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ევროპის რეგიონში მდგომარეობის სტაბილიზაციის საქმეში და ევროპული თანამშრომლობის განვითარებაში. ცივი ომის დასრულებამ კიდევ უფრო გაზარდა ორგანიზაციის როლი და მოაქცია იგი კონტინენტზე საერთაშორისო-პოლიტიკური განვითარების პოსტკონფრონტაციული ფაზის ცენტრში. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1990 წ. ეუთო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობების მეთაურების შეხვედრაზე მიღებულ „პარიზის ქარტიას ახალი ევროპისათვის“.
Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9