1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჭა ჭე ჭი
ჭალ ჭარ ჭაჭ ჭაჲ

ჭარბი ურბანიზაცია

იხმარება მესამე სამყაროსთან ანუ განვითარებად და ჩამორჩენილ ქვეყნებთან მიმართებაში, რომელთაც ახასიათებს ქალაქთა მოსახლეობის დიდ რაოდენობის (მსოფლიოს უდიდესი ქალაქები სწორედ მსოფლიოს ამ ნაწილშია განლაგებული) და ქალაქური ინფრასტრუქტურისა და ცხოვრების დონის განსაკუთრებით დაბალი ხარისხი. ჭარბი ურბანიზაცია არის ქალაქთა მოსახლეობის სწრაფი ზრდა, როდესაც ქალაქში მეტია ხალხი, ვიდრე მათი დასაქმების ადგილები, ამავე დროს კი მაღალია სიღარიბის დონე და დაბალია ქალაქური ცხოვრების დონე.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9