1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კომენსკი იან

(1592-1670) - გამოჩენილი ჩეხი განმანათლებელი, საზოგადო მოღვაწე და მოაზროვნე. როგორც ყველა პროტესტანტი, იცავდა ნებისმიერი მორწმუნის უფლებას (დამოუკიდებლად მისი საზოგადოებრივი და მატერიალური მდგომარეობისა და სქესისა), წაიკითხოს ბიბლია და გაიაზროს წაკითხულის შინაარსი. ამის განსახორციელებლად საჭირო იყო შესაბამისი განათლების სისტემის არსებობა. ამ მოსაზრებიდან გამომდინარეობდა კომენსკის პედაგოგიური იდეები, რომლებიც მან გადმოსცა ნაშრომში „დიადი დიდაქტიკა” (Великая дидактика): საყოველთაო განათლება, უნივერსალიზმი და უნიტარიზმი. სწორედ მან შემოიღო საკლასო გაკვეთილების სისტემა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით დღესაც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცოდნის სკოლასთან მისი კავშირი კარგად ჩანს შემდეგი ციტატიდან: “საჭიროა იმის მიღწევა, რომ მოსწავლეებს არაფერი შეხვდეთ ამქვეყნად ისეთი, რაზეც მათ არ ექნებათ თავისი მოკრძალებული შეხედულებების შექმნის შესაძლებლობა და რის გამოყენებასაც გონივრულად ვერ შეძლებენ საკუთარი მიზნის მისაღწევად”.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9