1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რეცეპტიული ორიენტაცია

რეცეპტიული ორიენტაციის მქონე ადამიანი „ყველანაირი კეთილდღეობის წყაროს“ გარესამყაროში ეძებს. მისი აზრით, საწადელის მიღწევის (მნიშვნელობა არ აქვს, მატერიალურია ეს საწადელი თუ არა - მიჩვევაა, სიყვარული, ცოდნა თუ სიამოვნება) ერთადერთი საშუალება მისი სწორედ ამ გარე წყაროებიდან მიღებაა. ასეთი ორიენტაციის დროს სიყვარულის პრობლემა თითქმის ყველა შემთხვევაში ის არის, რომ უყვარდე და არა ის, რომ გიყვარდეს... იმის ნაცვლად, თვითონ გაანძრიონ ხელი, პირველი, რაც ამ ადამიანებს თავში აზრად მოსდით, ისეთი ვიღაცის პოვნაა, ვინც მათ საჭირო ინფორმაციას მიაწვდის... ეს ადამიანები ახდენენ თავისებური ერთგულების დემონსტრირებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ერთგულება იმის მიმართ, ვინც მათ კვებავს და მისი დაკარგვის შიში... მათ ხშირად ახასიათებთ გულისხმიერება და სხვათა დახმარების სურვილი, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ ადამიანთა კეთილგანწყობა მოიპოვონ.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები №9,-[რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი],- ISSN 1512-4487,- დეკემბერი, 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9