1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფიბ ფიზ ფილ ფინ ფის ფიტ ფიუ ფიფ ფიქ ფიჩ ფიც ფიხ

ფიცი

  1. რაიმე თანამდებობაზე არჩეული ან დანიშნული პირის (პრეზიდენტი, მოსამართლე, სახალხო დამცველი და ა.შ.), აგრეთვე რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის (მაგალითად, სამხედრო მოსამსახურე) საზეიმო დაპირება, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,

  2. ფიცი ერთ-ერთი ქართული მტკიცებულებაა. თუ დავუშვებთ, რომ ზანურ-ქართული ენობრივი ერთობა ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ არსებობდა, ფიციც, როგორც სიტყვა-ტერმინი, ამავე პერიოდის წარმონაქმნად უნდა ჩავთვალოთ. ქართული ენობრივი ერთობის დონეზე, ფუძე ენაში ფიცი არ იგულისხმება ტერმინად, რადგან სვანურში ფიცის ნაცვლად გვაქვს მაღვრა. სავარაუდოა, რომ მაღვრა, როგორც სიტყვა-ტერმინი, ქრისტემდე ათასზე მეტი წლის წინათ არსებობდა და ასე თუ ისე მოფიცარის თვითწყევლას გულისხმობდა იმ შემთხვევისათვის, თუ ის ფიცს გატეხდა.
    Source: ნადარეიშვილი გიორგი. ქურდი და მისი თანამოფიცარნი // ალმანახი №14, [ქართული სამართლის ისტორიული საკითხები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9