1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფედ ფეთ ფეი ფელ ფემ ფენ ფეო ფერ ფეს ფეტ ფეც ფეხ

ფედერალური ეგზეკუცია

ფედერაციული სახელმწიფოს სპეციფიკური ინსტიტუტია. იგი გულისხმობს ფედერალური უწყებების მხრიდან იძულებითი ღონისძიებების, მათ შორის სამხედრო იძულების გამოყენებას ფედერაციის სუბიექტის მიმართ, როდესაც ამოწურულია მოლაპარაკებების, შეთანხმებებისა და ფედერალური კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა სხვა სამართლებრივი საშუალება. ფედერალურ ეგზეკუციას ფედერალური კონსტიტუცია ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც ფედერაციის სუბიექტი არ ასრულებს ფედერალური ორგანოების მიერ კონსტიტუციის შესაბამისად და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ან აქტიურ წინააღმდეგობას უწევს მათ შესრულებას. ფედერალური ეგზეკუცია ყოველთვის გულისხმობს ფედერაციის სუბიექტის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გატარებას, რომელსაც ახორციელებს ფედერალური ხელისუფლება. ფედერალური ეგზეკუცია არ არის სასურველი ღონისძიება, ფედერაციის სუბიექტზე ზემოქმედება გაცილებით ეფექტური და მომგებიანია იურიდიული, სამართლებრივად ორგანიზებული პროცესის სახით.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9