1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

FA FB FE FI FO
FOE

Foedus

მე-16 და მე-17 საუკუნეებში ფედერალიზმის ცნების განვითარებაში დიდი როლი შეასრულა ფედერალურმა თეოლოგიამ. ფედერალური თეოლოგია, უწინარეს ყოვლისა, არის რეფორმაციის, უფრო სწორად, მისი რადიკალური მიმართულების შვილი (თუმცა მას უფრო ღრმა იდეოლოგიური ფესვები აქვს). ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირი წარმოადგენს უძველეს ქრისტიანულ ტრადიციულ ღირებულებას. კავშირის იდეის ქრისტიანულმა ძირებმა ბევრად შეუწყო ხელი foedus ცნების პოპულარიზაციას და გავრცელებას. ფოედუს ნიშნავს მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეკრულებას. ფედერალური თეოლოგია, მისი ანგლოსაქსური Covernant-Theologie-ის ფორმით, გვხვდება ინგლისური პურიტანული რევოლუციისა და ახალ-ინგლისური სახელმწიფოების ადრეულ ისტორიაში და, ასევე, საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც ქრისტიანული დემოკრატიის (ეს სიტყვა სათავეს იღებს სწორედ ამ პერიოდიდან) მიმდევრები ოცნებობდნენ ისეთი პოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა და გააერთიანებდა სახარებას და კანონმდებლობას, ეკლესიას და სახელმწიფოს, მორალს და კანონს, თვითონ ღმერთსა და ადამიანს.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9