1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰუმ ჰუს

ჰუმანიტარული დახმარება

სპეციფიკური დახმარების ფორმა, განსაზღვრული მარგინალიზებული ან განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის. ის, ძირითადად, პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას გულისხმობს და ეს შეიძლება იყოს საკვები, სამედიცინო საშუალებები, თავშესაფარი, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ. ეს არის ცალმხრივი მიდგომა და სამიზნე ჯგუფი მეტნაკლებად პასიური მიმღების როლში გვევლინება. ამიტომ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არ არის „ჭეშმარიტად” გასავითარებელი დახმარება, რომელიც ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. თუმცა ის შეიძლება იყოს გასავითარებელი დახმარების ნაწილი. შემწეობის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი სამაშველო ღონისძიების საჭიროების დროს, განსაკუთრებით იქამდე, განვითარების ვიდრე გასავითარებელი დახმარება შემოვიდოდეს ქვეყანაში. ამ სიტუაციას „გარდამავალ პერიოდად” მოიხსენიებენ და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადგილობრივ გარემოებებსა და ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორების ტემპზე.
Source: ქართული საზოგადოება და ევროპული ღირებულებები / [კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი]; რედ.-შემდგ.: ირმა ალფენიძე, პაატა პაპავა (მხატვ.), ზაზა შათირიშვილი - თბ., 2007 - 200გვ. ; 24სმ. - (ევროპული ძიებანი: სტატ. კრ., 2006). - ISBN 978-9990000-68-54-8: [ფ.ა.] [MFN: 31727]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9