1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ვა ვე ვი ვო ვუ
ვაი ვაკ ვალ ვან ვარ ვაუ ვაშ ვაჭ ვაჰ

ვაიგელიზმი

ვალენტინ ვაიგელი (1533-1588) ქალაქი ცშოფაუს პროტესტანტი მღვდელი, ვალენტინ ვაიგელიწარმოადგენს გერმანული და ევროპული კულტურის ორ დიდ წარმომადგენელს - პარაცელსსა და ბოემეს - შორის. ვაიგელის მსოფლმხედველობის მთლიანობა ყველაზე უკეთ ჩანს მის ყველაზე ცნობილ ნაშრომში „შეიცან თავი შენი“. დელფოს სამისნოს შესასვლელის წარწერა „შეიცან თავი შენი“, ბერძნულ მითოლოგიასთან ამ სამისნოს კავშირის გამო, გვაფიქრებინებს, რომ ეს პრინციპი ფილოსოფიაში მითოლოგიიდან გადავიდა; მაგრამ პლატონის გადმოცემა, ბრძენთა მიერ საკუთარი ნაშრომების ტაძრისთვის შეწირვის და ამ პრინციპის ტაძრის შესასვლელში წარწერის გადაწყვეტილებაზე, საბერძნეთში მითოლოგიის და ფილოსოფიის თანარსებობის და თანამშრომლობის საინტერესო ასპექტზე მიუთითებს.
Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე / გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9