1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იაკ იალ იარ იას იატ

იატროფილოსოფია

იგივე ექიმის ფილოსოფია. პარაცელსის იატროფილოსოფია არის ადამიანის შესახებ ფილოსოფიური მოძღვრების - ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ერთ-ერთი სახე. იგი მიზნად ისახავს სამყაროში ადა¬მიანის ადგილისა და მისი შესაძლებლობების შესახებ დას¬აბუთებული თეორიის აგებას. გამოსავლად იღებს ადამიანის შესახებ ექიმის მიერ დაგროვილ ცოდნას, ადამიანის, როგორც მიკროკოსმოსის შესახებ. მისი აზრით, მიკროკოსმოსი (ადა¬მიანი) მაკროკოსმოსშია (სამყაროში), როგორც შედეგი თავის მიზეზში. სამყარო და მასში ყოველი არსებული ერთიანია, როგორც ორგანიზმი. მიკროკოსმოსი ამ ორგანიზმის იმგვარი ნაწილია, რომელიც სიმეტრიულად ასახავს მაკროკოსმოსს. ადამიანს საკუთარ თავზე დაკვირვება, თითქოს, მიკროკოს¬მოსის გასაღებად აქვს, რათა აქედან გაიგოს ღმერთის, რო¬გორც ყოველივეს ტრანსცენდენტური (მიღმური) შემოქმედის ნამდვილი არსი. მხოლოდ ამ ორი სამყაროს ერთიანობიდან შეიძლება ამოვიკითხოთ ღმერთის ის გაგება, რომელიც ადა¬მიანისთვის მისაწვდომია. ხილულ ბუნებაში არსებული საგნე¬ბი თავისებური გზავნილებია, თავისებური ასოებია, ბუნების კანონების და შემდეგ კი თავად ღმერთის გასაგებად. ამდე¬ნად, ფილოსოფია ხილული ბუნების უხილავი სტრუქტურის ამოკითხვაა.
Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე /გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9