1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფაბ ფავ ფაზ ფაი ფაკ ფალ ფან ფარ ფას ფაქ ფაშ ფახ

ფანდრაიზინგი

-- Fund raizing
სიტყვასიტყვით არის ფინანსური სახსრების შეგროვება, ხოლო ზგადად, საგანგებო პროგრამებისა და ღონისძიებების მთელ სისტემას გულისხმობს, რაც საქველმოქმედო ინსტიტუტებისათვის სახსრების მოძიებას ემსახურება. ფანდრაიზინგი კომუნიკაციის უნიკალური ფორმაა და ორგანიზაციის ფინანსური პოლიტიკის ე.წ. „ფინანსური მიქსის“ (საწევროები, პროდუქტის ან სერვისის გაყიდვა, შემოსავლები კაპიტალდაბანდებებიდან და შემოწირულობებიდან) განუყოფელი ნაწილია. ფანდრაიზინგი ერთ-ერთი დეფინიციით (ჰაროლდ სეიმორი), „არის თანამონაწილეობისა და მხარდაჭერის გააზრებული დაგეგმვა და განხორციელება“. მისი არსებობა წარმოუდგენელია იფორმაციულ ვაკუუმში; იგი წარმატებულია, როცა ჩართულია რეალურ პროცესში და დამაჯერებლად წარადგენს პრობლემას დამფინანსებლის წინაშე. ფანდრაიზინგზე გავლენას ახდენს ორგანიზაციის პროგრამული პროირიტეტები და უპირატესი დონორი ორგანიზაციები (ფონდები, ბიზნესკომპანიები, კერძო პირები, დასავლეთში ასევე სამთავრობო სტრუქტურები). ფანდრაიზინგის საჭიროებებსა და მიმართულებებზე პირადპირ ზემოქმედებს ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმები, რაც ორგანიზაციის ზრდა-განვითარებასთან, ახალი პროგრამების შემუშავებასა თუ შემოსავლების მოძიებასთან არის დაკავშირებული.
Source: ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003 : საგამომც.-პოლიგრაფ. ცენტრი "საარი"
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9