1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რეფორმატორული მიმართულების ფემინისტები

(ლიბერალური, მარქსისნული და სოციალისტური, პოსტკოლონიური ფემინიზმი) თავიანთი ბრძოლის არსს საზოგადოებაში არსებული სტრუქტურის ფარგლებში ქალისა და მამაკაცის სტატუსის გათანაბრებაში ხედავენ. XX საუკუნის 60-70-იან წლებში წარმოჩნდა ქალისა და მამაკაცის აზროვნების, ფსიქიკის, სხეულის, სექსუალობისა და ქმედებების შესახებ გავრცელებული შეხედულებებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, რომელთა თანახმადაც, მამაკაცები, ქალებთან შედარებით, უფრო ძლიერები, ჭკვიანები და ნიჭიერები არიან; ასე რომ, საზოგადოებრივი საქმიანობა მათი სფეროა. ქალების დანიშნულება კი დედობრივი სითბო, მზრუნველობა და ოჯახური საქმიანობაა. სამუშაოს ის ნაწილი, რომელსაც ქალები სახლში ასრულებენ ვირტუალურია, დაუთვლელი და ეროვნულ ეკონომიკურ სტატისტიკაში არ ფიგურირებს. რეფორმატორები (ლიბერალური, მარქსისტული და სოციალისტური, პოსტკოლონიური ფემინიზმი) ყურადღებას ამახვილებენ ოჯახში ქალის შრომასა და ეკონომიკაზე, როგორც გენდერული უთანასწორობის წყაროზე. ისინი ბრძოლის ძირითად არსს არსებული გენდერული სოციალური სტრუქტურის ფარგლებში ქალისა და მამაკაცის სტატუსის გათანაბრებაში ხედავენ (მაგალითად, მათ უნდათ მეტი ქალი იხილონ მსხვილი კორპორაციების პრეზიდენტებად, ხელმძღვანელ მუშაკებად). რეფორმატორებმა ნათელი გახადეს ის დისკრიმინაცია, რომელსაც ქალები განიცდიდნენ დასაქმებისა და ეკონომიკური რესურსების განაწილების სფეროში. ისინი მოუწოდებენ გათვალისწინებული იქნეს ის პოტენციალი, რომელსაც ქალები ფლობენ, ხოლო ქალებმა თავიანთი ცხოვრება ისე წარმართონ, როგორც სურთ. მათი აზრით, ადამიანს, მიუხედავად სქესისა, უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, თანაბარი აღიარება, თანასწორუფლებიანი მონაწილეობის საშუალება ცხოვრების ყველა სფეროში, და შესრულებული სამუშაოსათვის შესაბამისი ანაზღაურება. ადამიანებს, განურჩევლად სქესისა, უნდა შეეძლოთ აირჩიონ თავიანთი მოღვაწეობის სფერო, იმუშაონ, იყვნენ მეცნიერები, პოლიტიკოსები ან რომელიმე სხვა პროფესიის წარმომადგენლები.
Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9