1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რეზისტენტული მიმართულების ფემინისტები

(რადიკალები, ლესბოსელები, ფსიქოანალიტიკოსები და სხვ. ქალის მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან და აკრიტიკებენ იმ ფაქტს, რომ ქალის გამოცდილება არ არის წარმოჩენილი განათლებისა და კულტურის წარმოების სფეროებში. ისინი იბრძვიან არსებულ გენდერულ სტრუქტურულ საზოგადოებაში მამაკაცების მიერ ქალების შევიწროებისა და ექსპლუატაციის (განსაკუთრებით, სექსუალური ძალადობის და გაბატონებული კულტურული წარმოდგენების) წინააღმდეგ. რეზისტენტული მოძრაობის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოების მოცემული გენდერული სტრუქტურის პირობებში, სადაც ასე საგრძნობია კაცების დომინირება, ქალთათვის გენდერული თანასწორობა შეუძლებელია. ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ისინი მამაკაცებივით უემოციო და კარიერზე ორენტირებულნი გახდებიან. მათ მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ქალთა გამოცდილების განზოგადების პერსპექტივა. 1970-80-იან წლებში მათ მეტად მნიშვნელოვანი თეორია განავითარეს გენდერული იდეოლოგიის ძალაუფლების (the power of gender ideology) ღირებულებებისა და წარმოდგენების შესახებ. ეს თეორია, მათი აზრით, გენდერულ სოციალური სამართლიანობის ლიკვიდაციას შეუწყობს ხელს. ამ მოძრაობის მომხრეები ამტკიცებენ, რომ გენდერული უთანასწორობა გამყარებულია უმეტესი რელიგიებით, რომლებიც იმას ქადაგებენ, რომ მამაკაცის გაბატონებული მდგომარეობა ღმერთის სურვილის გამოხატულებაა, მეცნიერებით, რომელიც ამტკიცებს, რომ დომინირება ჰორმონალური და გენეტიკური სხვაობის შედეგია, საკანონმდებლო სისტემით, მასმედიით, სპორტით, პორნოგრაფიით, რომელიც მამაკაცთა ძალადობას, მათ მიერ სექსუალურ ექსპლუატაციას უწყობს ხელს.
Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9