1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტრა ტრე ტრი ტრო ტრუ

ტროიკა

ინსტიტუტი, რომელიც შემოღებულ იქნა 1980-იან წლებში იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში პოლიტიკის მდგრადობა, განსაკუთრებით ყოველ ექვს თვეში ცვლადი პრეზიდენტობის გათვალისწინებით. თავდაპირველად ტროიკაში შედიოდა მიმდინარე, წინა და მომავალი პრეზიდენტი ქვეყნები. დაკომპლექტების ამგვარი წესით უზრუნველყოფილი იყო დღის წესრიგის შედგენის პროცესში და საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს ევროკავშირის პოზიციების და პოლიტიკების მდგრადობა და განგრძობადობა. დღეისათვის ტროიკის დაკომპლექტების წესი შეიცვალა. დღეს ტროიკას წარმოადგენენ პრეზიდენტი ქვეყანა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისარი. ასევე შესაძლებელია, რომ ტროიკაში მონაწილეობა მიიღონ წინა ან მომავალმა პრეზიდენტმა ქვეყანამ.
Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9