1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დასკვნა აკადემიურ წერაში

არგუმენტირებული ესეს უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ის აჯამებს ავტორის პოზიციას და საბოლოო შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. შესავლის მსგავსად, ისიც სამ ძირითად ფუნქციას ასრულებს:
• ავტორის არგუმენტების შეჯამება თითო წინადადებით;
• თეზისის გამეორება, ოღონდ სხვა სიტყვებით, რომ ავტორმა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს პოზიცია, მაგრამ მკითხველისათვის მოსაბეზრებლად არ ჟღერდეს;
• პრობლემის განხილვა მომავლის ჭრილში, რაც მკითხველს საფიქრალს დაუტოვებს, ვთქვათ, თუ როგორ გამოიყენოს მოცემული ესე რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში.
Source: წულაძე ლია. აკადემიური წერა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / ლია წულაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9