1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლე კლი კლო კლუ

კლასიკური (ტრადიციული) რეალიზმი

ბატონობდა მეოცე საუკუნის ბიჰეივიორისტულ რევოლუციამდე. კლასიკური რეალიზმი ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ ნორმატიულ ფასეულობებს როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება და სახელმწიფოს თვითგადარჩენა. ამასთანავე, კლასიკური რეალიზმის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ ამ სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც აღსანიშნავია რომ ცხოვრობდნენ სხვადასხვა დროებში, ძველი საბერძნეთით დაწყებული მეოცე საუკუნით დამთავრებული, თავიანთ პოლიტიკურ ხედვას აფუძნებდნენ ადამიანის ბუნების თანდაყოლილ ბოროტებაზე და მზაკვრობაზე, ეგრეთ წოდებულ ბნელ მხარეზე (dark side of the human nature). კლასიკური რეალიზმის თვალსაზრისით, სწორედ ადამიანის ხასიათის ბნელი მხარე განპირობებს პოლიტიკური რეალობის ხიფათიანობას.
Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9