1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წიგ წით წინ წიწ

წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი

ეს კანონი შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგი სახით: „შეუძლებელია, რომ ერთი და იგივე რამ, ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე მიმართებით ერთდროულად იყოს და არ იყოს კიდევაც“. კანონი ლაპარაკობს ერთი და იგივე ნივთის ან მოვლენის შეუძლებლობაზე, ერთსა და იმავე დროს და ერთი და იგივე მიმართებით. ანუ შეუძლებელია მავანი ერთსა და იმავე დროს იყოს და არ იყოს კიდევაც სტუდენტი, თორემ სხვადასხვა დროს რა თქმა უნდა ამგვარი რამ სავსებით შესაძლებელია. მსგავსად ამისა, ლაპარაკია ერთი და იმავე მიმართებით რაღაცის შეუძლებლობაზე, თორემ სხვადასხვა მიმართებით ერთი და იგივე პიროვნება ერთსა და იმავე დროს შეიძლება ატარებდეს და შემდეგ არ ატარებდეს რაიმე თვისებას, ვთქვათ, თუ ერთი მიმართებით პირი არის სტუდენტი, სხვა მიმართებით არა სტუდენტი, არამედ დედა და ა.შ. პრინციპში, ძალზე ზოგადად, კანონი ამტკიცებს და მოითხოვს წინააღმდეგობის არარსებობას. ზემოთ ითქვა, რომ არისტოტელესათვის ლოგიკის კანონები არა მხოლოდ აზროვნების პრინციპებია, არამედ ყოფიერების ფუნდამენტური განსაზღვრულობებიც. ამიტომ წინააღმდეგობის არარსებობის მოთხოვნა აქ შეეხება როგორც აზროვნებას, ასევე სინამდვილესაც. დავაკონკრეტოთ კანონი ორივე მიმართულებით: მაშინ, სინამდვილესთან მიმართებით ის გვეუბნება, რომ შეუძლებელია სამყაროში რაღაც ერთდროულად იყოს და არც იყოს კიდევაც. აზროვნების სეგმენტში კანონი გვეუბნება, რომ შეუძლებელია ერთდროულად ვამტკიცოთ რაღაც და მისი საპირისპიროც.
Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9