1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინტუიციონიზმი

  1. ანალიზური მეცნიერების ერთ–ერთი მიმართულება, განდა XX საუკუნეში. ინტუიციონისტები, მაგალითად, ცნობილი მათემატიკოსი მარკოვი რუსეთში, იცავდა კონცეპტუალისტების მსგავს პოზიციას, როდესაც ამბობდა, რომ მათემატიკური ობიექტების არსებობაარარსებობაზე აზრიანია ლაპარაკი მხოლოდ მატემატიკური ამოცანის არსებობის შემთხვევაშიო.
    Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. ურთიერთკრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, რაციონალიზმი და ემპირიზმი ფილოსოფიის ორ ძირეულ საკითხზე თანხმდებიან: ეს ინტუიციონიზმი და რაპრეზენტაციონიზმია. ყველა პრობლემაში ცნება-ხატების სიცხადე და გარკვეულობა დომინირებს. რაციონალისტებსაც და ემპირისტებსაც, ყველას სურს მკაფიოდ ხედვა, ხელით შეხება, ხელშესახებ, პლასტიკურ საგნებთან ურთიერთობა. როგორც ცნობილია, ცხადად და მკაფიოდ ხედვა ან მათემატიკური მსვლელობით, ან საგანთა დაკვირვების მეშვეობით არის შესაძლებელი. რაციონალიზმში მათემატიკური ინტიუცია ბატონდება, ემპირიზმში კი-საგანთა ინტუიცია. ორივე ამ შემთხვევაში რეალობის შესახებ დასკვნებში სწორედ ხელშესახებობაა გადამწყვეტი. შედეგად არახელშესახები ან ინტუიციისთვის მიუწვდომელი მრავალი პრობლემა ან სრულიად იგნორირებული რჩება, ან ხელშესახებობისა და ინტუიციის პროპორციამდე დაიყვანება. ეს თანამედროვე ფილოსოფიის მათემატიზმი, ანუ გეომეტრიზმია, უფრო სწორად - ინტუიციონალიზმი. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ლაიბნიცის მიერ მონადის გეომეტრიულ და აქტივისტურ პუნქტუალობამდე დაყვანილი სუბსტანციის სიმარტივე. ასევე აღსანიშნავია ლოკის მიერ თვისებათა ერთობლიობამდე სუბსტანიის დაყვანა, რადგანაც მას მიაჩნია, რომ სუბსტანცია, მართლაც, აქციდენტებზე დაბლა მდგომი მოუხეშავი საგანია. ვინაიდან ლოკს ამ სუბსტანციისთვის ხელის შეხება არ შეუძლია, მას თვისებათა ჯამის სახით წარმოიდგენს.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9