1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინტენციონალობა

ძველი სქოლასტური ტერმინია, რომელიც თავის დროზე გულისხმობდა ცნობიერების მიმართულობას საგანზე. ინტენციონალობის თეორია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან ააღორძინა გერმანელმა ფენომენოლოგმა ჰუსერლმა. ენობრივი მოქმედების კონტექსტში ამ ტერმინმა შემოაღწია ანალიტიკურ ლიტერატურაში, თუმცა შემოაღწია არა ცნობიერების შინაარსების დასახასიათებლად, არამედ როგორც ცნობიერების, უფრო ფართოდ ადამიანის მიმართულობამ, განზრახვამ განახორციელოს ესა თუ ის ენობრივი მოქმედება. ამიტომ, სამეტყველო მოქმედების დახასიათების უმრავლეს შემთხვევებში გამზრახვა („to intend to do ...“) „ინტენციონალობით“ აღინიშნება. მაგრამ, დავუბრუნდეთ გრაისის თეორიას.
Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9