მა მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მტ მუ მშ მჩ მც მძ მჭ
მოა მოგ მოე მოვ მოი მოკ მოლ მომ მოჟ მორ მოს მოუ მოქ მოჭ მოხ

მოუბილდება (?)

მოიენატრება, მოსწადდება. ბავშვობაში გამიგონია მამაჩემისაგან:

ბევრ თავადს მოუბილდება
ჩემებრივ აზნაურობა.

ამ ლექსის თქმა უყვარდა თურმე მამაჩემის გარეთა ბიძას. რომელიც შეძლებული და განათლებული კაცი ყოფილა.

კარგახანს დანამდვილებით არ ვიცოდი, ვისი იყო ეს სიტყვები, სანამ არ ვნახე იოსებ თბილელის „დიდმოურავიანში“.

კარგ კაცთა წყობა ალერსი,
მდიდართა მე უშიშრობა,
ვეჭვ, ზოგს თავადსაც მოსწადეს
ჩემებრივ აზნაურობა!

ი. თბილელის პოემის ამ სტროფის მესამე და მეოთხე სტრიქონისა და ჩემს მიერ დამახსოვრებული ფრაგმენტის აზრი ერთია. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ფრაგმენტი „დიდმოურავიანიდან“ მოდის, მაგრამ რას ნიშნავს სიტყვა: „მოუბილდება“, არის თუ არა ასეთი სიტყვა ქართულში?

იქნებ ეს ფრაგმენტი დიდგვარიან თავადთა მოქიშპე აზნაურთა წრეებში გავრცელებული თქმა იყო და ი. თბილელმა თავის პოემაში გამოიყენა. თუ გაუგებარი „მოუბილდება“-ს მნიშვნელობა გმოირკვევა, თუ იგი არქაული სიტყვა აღმოჩნდება, ეს ვარაუდი საეჭვოდ აღარ მოგვეჩვენება.

აქვე უნდა ითქვას, რომ ი. თბილელის პოემის სტროფი დამახინჯებული უნდა იყოს. ეჭვს იწვევს: „მდიდართა მე უშურობა“.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9