ბა ბე ბლ ბო ბრ ბუ ბწ
ბად ბაკ ბარ

ბარულა

ბარულა სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება და ფიქსირებულიაც არის ლექსიკონებში. საბას განმარტებით ბარულა სათხრელია. ამ ახსნას „განმარტებითი ლექსიკონი“ უმატებს: ბოსტნეულის საოშავი ხის იარაღი (ალგეთის ხეობაში).

თვალადური მეტყველების საფუძველზე შესაძლებელია ამ სიტყვის მნიშვნელობის დაკონკრეტება და შევსება:

1. ბოსტნეულის საჩიჩქნი, პატარა, წვეტიანი იარაღი. არის ხისაც და რკინის წვერიანიც.
2. პატარა ბარი, ამ შემთხვევაში „ბარულა“ ბარის კნინობითია, ისე, როგორც „თუნგულა“ თუნგისა.

გარდა ამისა, ბარულა იხმარება სხვა მნიშვნელობითაც: ნიშნავს ქორფა, აკვანში ჩაკრული ბავშვის შესახვევს: „ბარულები რო შევხსენით, ბიჭმა პაპას ამააფსა და მაშინღა დაიჯერა, რო ბიჭი იყო“.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9