მა მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მტ მუ მშ მჩ მც მძ მჭ
მოა მოგ მოე მოვ მოი მოკ მოლ მომ მოჟ მორ მოს მოუ მოქ მოჭ მოხ

მოჟმიარება

„აბა შენ იცი, როგორც მოაჟმიარებ ამ საქმესა... მოუჟმიარებელი საქმეა... მოჟმირდება და კალაპოტში ჩადგება...“ – ხშირად გაიგონებ ამგვარ ფრაზებს თვალედელებისაგან.

ასევე, ალბათ გადატნით, „მოუჟმიარებელს“ მოურჯულებელ, გამოუსწორებელ ადამიანზეც იტყვიან. „მოჟმიარება“-ს ძირი, „ჟამ“-ი უნდა იყოს და დროზე, ჟამეულად („და ესე ირემნი წარვიდიან ველსა და ვითარ ჟამი მოვიდის, შინა მოვიდიან, წველის, ვითარ მწყემსნი მოვიდოდეს ჟამეულად, ხოლო ერთა ოდენ ჟამსა მიიწვნიეს უჟამოდ, დამფრთხალნი („ქართ. ცხოვ.“ ს. ყაუხჩიშვილის რედ., გვ. 214) საქმის მოგვარებას უნდა ნიშნავდეს (შდრ. „განმარტ. ლექსიკონის“ მოჟამიერებული: დროზე მომზადებული, გუთანი, ფარცხი“).

ამავე მნიშვნელობით ხევსურულ დიალექტში არის „მოჟამკრება“ (ს. ქეთელ.).

ქართლურ-თვალადურ მეტყველებაში ძირი „ჟამ“-ი შეკუმშული სახით (ჟმ) არის წარმოდგენილი, მსგავსად უ-ჟმ-ურისა.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9