ბა ბე ბლ ბო ბრ ბუ ბწ
ბად ბაკ ბარ

ბადალოვანი ყანა

ეს გამოთქმა გვხვდება ხალხურ პ. უმიკაშვილის „ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში“ დაბეჭდილ ლექსში (907, უთარიღო):

ყანასა ბადალოვანსა არ უნდა დახედულობა,
თავში შემოკრა ულოსი, ბოლოში გახედულობა.

ჟურნალ „მნათობის“ (1963 წ. № 8) ფურცლებზე გამოქვეყნებულ „თვალადური ქართულის ჭაშნიკში“ გამოთქმული მქონდა ვარაუდი: „ბადალოვანი სახელოვანის მსგავსად უნდა იყოს წარმოებული“. თუმცა აქვე ეჭვს გამოვთქვამდი: „კონტექსტის მიხედვით ძნელდება ზუსტი მნიშნელობის დადგენა...“

ჩემი ვარაუდი შემცდარი აღმოჩნდა, შეცდომაზე მიმითითა ალ. ჭინჭარაულმა, რომელიც ჩემს ჩანაწერებს ხელნაწერშივე გაეცნო და მრავალი საყურადღებო რჩევა მომცა. მაგრამ ამ შეცდომის გასწორება არ მოხერხდა, ჟურნალი უკვე დაბეჭდილი იყო.

ყოფილა ამ ლექსის ვარიანტები, სადაც ბადალოვანის ადგილას არის ფათალიანი:

ყანასა ფათალიანსა არ უნდა დახედულობა,
გავლა უნდა და გამოვლა, ნამგლისა მოლესულობა,
ყანასა ფათალიანსა არ უნდა დახედულობა.

ყოფილა ხევსურული ლექსი, სადაც ბადალოვანისა და ფათალიანის ნაცვლად ნათქვამია: „ყანასა დალეულასა...“

„ფათალა“ განმარტებითი ლექსიკონის ახსნით „იგივეა რაც ხვართქლა“. ამ განმარტებას ერთვის ხალხური ლექსი:

გულს ჯავრი გადამეხვია,
როგორც ყანაზე ფათალა.

„ფათალა“-მ და „ფათალო“-მ ქიზიყურ „ბადალო“-სთან მიგვიყვანა. სტ. მენთეშაშვილის ახსნით ბადალო ყანის მტერი ხვართქლაა. „ყანაში“ თუ მოვიდა, დაეხვევა, დააწვენს და დაღუპავს“.

„ბადალოვანი“ ბადალო-დან ბუნებრივად მიღებული სიტყვა ჩანს, მაშასადამე სალექსიკონოც.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9