მა მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მტ მუ მშ მჩ მც მძ მჭ
მოა მოგ მოე მოვ მოი მოკ მოლ მომ მოჟ მორ მოს მოუ მოქ მოჭ მოხ

მოგერისება

წველის დაწყების წინ მწველავი მშიერ ხბოს მიუშვებს ძროხასთან, რომ ძროხამ „ხბოსთვის შენახული“ აწურული რძე ჩამოუშვას და ხბოს მოშორების შემდეგ მეტი მოიწველოს. ზოგჯერ ძროხა წველის დროსაც აიწურავს რძეს. მაშინ იქვე დაბმულ ხბოს ხელახლა მიუშვებენ დედასთან.

ამ პროცესს ქართლურად მოგერისება ჰქვია.

ძროხის მოტყუების ამგვარი და განსხვავებული წესიც გავრცელებულია საქართველოს რამდენიმე კუთხეში, წესის შესაბამისად იხმარება მოგერისების მსგავსი გმოთქმებიც:

გენვა, მოგენვა – იმერულსა და გურულში.
დაგერება – კახურში.
გერება – ხევსურულსა და ჯავახურში.
გირება – პანკისური (ფშაურ კილოში).

ამ საკითხზე იხ. ვრცლად „წერილებში“ (მოგერისება და გერი).

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9