მა მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მტ მუ მშ მჩ მც მძ მჭ
მებ მენ მერ მეტ

მებოლოვე, ტივის მებოლოვე

მეტივე და ყუდრო ჭალა,
ჩიბუხ დაატანა ძალა,
თითონ ტივი წაახდინა
მებოლოვეს დააბრალა.

ტივს ორი ორთაყვირი აქვს და ორი მეორთაყვირე ჰყავს. უკანას, ამ ლექსით, „მებოლოვე“ ჰქვია. წინას, ალბათ „მეწინავე“. ტივს მიმართულებას მეწინავე აძლევს.

მეტივური ტერმინების დადგენისათვის საინტერესო უნდა იყოს „ხელის მკვრელი“, რაც გვხვდება თ. ოქროშაძის მიერ გამოქვეყნებულ ერთ ხალხურ ლექსში:

ქარელში ტივი ავუშვი,
იქვე მოიღერა ყელი,
საყორნიას მივიტანე,
ფინთათ შემიცვალა ფერი,
ორივე წყალში დამეხრჩო,
მებოლოე, ხელის მკვრელი.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9